შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ხუსკივაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ლენინგრადის უმაღლესი სასწავლებლის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის ოთხი კურსი და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის ლოგიკის ფაკულტეტი ლიტერატურის განხრით. 1925 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს "სახკინმრეწვში" როგორც მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. გადაიღო მხატვრული ფილმი "მზაღო და გელა" (ლ. პუშთან ერთად, 1933), დოკუმენტური ფილმები: "პოემა შირაქზე" (1931), "მცხუნვარე სამხრეთი" ("საქართველოს ფლორა", 1932). მისი სცენარით გადაღებულია "ჩქარი N2" (გ. მაკაროვი, 1929, შეასრულა მემანქანის თანაშემწის როლი). როგორც მსახიობმა შეასრულა როლები: მიჩმანი სერგეევი ("შუქურას საიდუმლოება", ვ. ბარსკი, 1925), კაპიტანი ("მეცხრე ტალღა", ვ. ბარსკი, 1926), პორუჩიკი ვულიჩი ("მაქსიმ მაქსიმიჩი, ვ. ბარსკი, 1927), ბოშა ხოჯა ("ბოშური სისხლი", ლ. პუში, 1930), სარდიონი ("ჯანყი გურიაში", ა. წუწუნავა, 1928), გირეი ხანი ("კაზაკები", ვ. ბარსკი, 1928), პოლკოვნიკი ხრუშჩოვი ("განწირულნი", ლ. პუში, 1930). მონაწილეობს ფილმებში: "ტარიელ მკვლავაძის მკვლელობის საქმე" (ი. პერესტიანი, 1925), "თავადის ასული მერი"(ვ. ბერსკი, 1926), "ორი მონადირე" (ა. წუწუნავა, 1927), "საბა" (მ. ჭიაურელი, 1929), "ჩემი ბებია" (კ. მიქაბერიძე, 1929), "ხაბარდა" (მ. ჭიაურელი, 1931), "უკანასკნელი ჯვაროსნები"(ს. დოლიძე, 1934), "უკანასკნელი მასკარადი"(მ. ჭიაურელი", 1934), "დარიკო" (ს. დოლიძე, 1936), "დიდი განთიადი" (მ. ჭიაურელი, 1938), "მეგობრობა" (ს. დოლიძე, 1940), "გიორგი სააკაძე" (მ. ჭიაურელი, 1942-43), "ჯურღაის ფარი" (დ. რონდელი, ს. დოლიძე, 1944). კინომსახიობი, კინორეჟისორი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 225; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |