შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჯანაშია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ჩხოროწყუ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს; თბილისის აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს. 1970-1976წწ. მუშაობდა სსრკ პროფკავშირების ცენტრალური საბჭოს საპროექტო ინსტიტუტ "კურორტპროექტის" საქართველოს ფილიალში; 1976-1985წწ. საქართველოს ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტების სამმართველოს საპროექტო ორგანიზაციაში; 1985-1991წწ. საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრში; 1991 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოს წევრი; მისი ავტორობით აშენებული ობიექტებია: 500-ადგილიანი სანატორიუმები წყალტუბოსა (მ. ჩხენკელთან ერთად) და გუდაუთაში "ბომბორი" (მ. ჩხენკელთან და კ. სარაჯიშვილთან ერთად), მძლეოსნობის სპორტული მანეჟი თბილისში (წერეთლის გამზირზე, მ. ჩხენკელთან და მ. ლიპარტელიანთან ერთად), წმ. აბო თბილელისა და ათთა ბერთა მონასტერი თბილისში, მეტეხის ხიდთან, წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა მონასტერი აბანოთუბანში. წმ. გიორგის ეკლესია თბილისის N31 ქარხანასთან, წმ. ცამეტ ასურელ მამათა ეკლესია დიდ დიღომში, წმ. ცხრა ყრმა კოლაელთა ეკლესია ვაზისუბანში, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის ეკლესია ვარკეთილში, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ეკლესია სამტრედიაში, წმ. იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძრები ზესტაფონსა და სენაკში, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის საკეთრო ტაძარი ჩხოროწყუში, წმ. ანდრია პირველწოდებულის საკათედრო ტაძარი ხულოში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრები აბაშაში, საკათედრო ტაძრები ბანძასა და დედოფლისწყაროში, წმ. ნინოს ტაძარი ზესტაფონში, წმ. ქართველ ათონელ მამათა ტაძარი მახათას მთაზე (ო. ნაფეტვარიძესთან ერთად), ღვთისმშობლის მირქმის მონასტერი ხობში, ამაღლების ტაძარი თბილისში, ამაღლების ქუჩაზე; წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელისა და წმ. ნიკოლოზის ტაძრები კრწანისში, წმ. გიორგის ტაძარი ავჭალის ყოფილ კოლონიაში, ღვთისმშობლის ხარების ტაძარი შატილში; 1991-1998წწ. მუშაობდა წმ. სამების საკათედრო ტაძრის პროექტზე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.737-738
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |