შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ხუჭუა![]()
ბიოგრაფიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1954 წელს. 1948 წლიდან რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა სტატიებს, ნარკვევებს, ფელეტონებს, ლექსებს. 1954-1956წწ. მუშაობდა გაზეთების ("ლელო", "კომუნისტი") რედაქციებში. 1961 წლიდან ქდსპფ (ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო პოპულარულლი ფილმების სტუდია) სტუდიაში უფროს რედაქტორად. მისი სცენარებით გადაღებულია 70-ზე მეტი დოკუმენტური და სამეცნიერო პოპულარული ფილმი, მათ შორის: "გულშემატკივრები" (თ. ნოზაძე, 1963), "24 საათი, ენგურჰესი" (ვ. ვალიშვილი, 1966), "მეოთხე საიუბილო" (თ. ნოზაძე, 1967), "მემკვიდრენი" (გ. მონავარდიშვილი, 1968), "სეტყვა კახეთში" (ჟ. მიქაძე, 1969), "ქარიშხლის ნაკვალევზე" (ი. ბარამიძე, 1969), "ირმის ტირილი" (ვ. მიქელაძე, 1969), "მუდამ ძიებაში. გეოლოგები" (თ. ბაქრაძე, 1970), "სახალხო მთქმელები" (თ. დოლიძე, 1971), "საქართველოს დიდი სპორტი" (რ. ჭიაურელი, 1971), "წინ უღელტეხილია" (თ. დოლიძე, 1972), "ფალავანი" (ო. გურგენიძე, 1974), "შორეული ახლობლები" (ჯ. ჭიჭინაძე, 1975), "მადლი მიწისა" (თ. დოლიძე, 1975), "არბიტრი" (მ. ასიტაშვილი, 1976), "ნიკორწმინდა" (კ. კერესელიძე, 1977), "გზები ძმობისა" (მ. სალუქვაძე, 1977), "მეორე შტურმი" (ო. გურგენიძე, 1986), "მხარდამხარ" (თ. მალანია, 1987), "ზარი" (ლ. შონია, ნ. ყიფიანი, 1988), "კოხტა ხეთაგუროვი" (თ. ნოზაძე, 1989), "ჩვენ და სტიქია" (თ. ჭოხონელიძე, 1989), "საქართველო" (მ. ყიფიანი, 1990) და სხვ. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 225
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |