შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თვალჭრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: პატარა ონი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის სვერდლოვის უნივერსიტეტი. 1913 წელს სოჭში მუშაობდა შავი ზღვის რკინიგზის მშენებლობაზე. 1915 წელს მეფის არმიაში იბრძოდა თურქეთის ფრონტზე, სადაც ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1918 წელს მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და განაგრძო რევოლუციური საქმიანობა. ამავე წლის ივნისში გაიწვიეს მენშევიკური არმიის მე-3 ქვეით პოლკში, რომელიც ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. ფოთის საქალაქო პარტიული ორგანიზაციის დავალებით, სხვა ამხანაგებთან ერთად პოლკში ჩამოყალიბდა ბოლშევიკური უჯრედები და ჯარისკაცთა შორის აქტიურ არალეგალურ პარტიულ-პოლიტიკურ მუშაობას ეწეოდა. 1919 წლის მაისში დააპატიმრეს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ გ. თვალჭრელიძე ჯერ პატარა ონის რევკომის თავმჯდომარედ მუშაობდა, შემდეგ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იმყოფეფოდა ხელმძღვანელ პარტიულ სამუშაოზე: პარტიის თბილისის ლენინის რაიკომის, გურჯაანისა და მახარაძის რაიკომების, აჭარის საოლქო და ბათუმის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. საქართველოს კპ. ცკ-ის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე, საქართველოს კპ ცკ-თან არსებული პარტკომისიის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო კონტროლის მინისტრი და სხვა; პარტიის მე-17-19 ყრილობის დელეგატი, საქართველოს სსრ 1-2 და სსრკ 3 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ.,1979.- გვ. 673 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |