The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ დოლიძე

დაბადების თარიღი:1868  (157 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

მიიღო საშუალო განათლება. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაში მემანქანედ. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ჯგუფის წევრი. 1918 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. გაწევრიანებული იყო პარლამენტის სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. იყო პარლამენტის ჯანმრთელობის კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვალში დამფუძნებელი კრების არჩევნებზე კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საარჩევნო სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა. საკანდიდატო სიაში 127-ე ნომერი იყო. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ფრონტის დამხმარე კომიტეტის საქმიანობაში.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.129

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

გააზიარე: