The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ჯაფარიძე

ვიქტორ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1931  (93 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხრეითი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამთო ტექნიკუმი 1953 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1962წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტების "საქგიპროშახტისა" და 1962-1964წწ. "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალის საინჟინრო-გეოლოგიურ განყოფილებაში, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1964 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტის) გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების კათედრის გამგის მოადგილე იყო; ავტორია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გასწორება-გამაგრების, მობინადრეთა გამოსახლების გარეშე, ახალი მათოდის, რომელიც დაინერგა ქ. თბილისში, ქ. სოჭში და ქ. ვარშავაში; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1989); გამოქვეყნებული აქვს 74 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია და 6 სახელმძღვანელო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.743

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: