The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით სვანაძე

დავით სვანაძე
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საყულია, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფილიალი 1986 წელს.

1978-1980 წწ. გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1978-1982 წწ. მუშაობდა წყალტუბოს შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილებაში მილიციელად; 1986-1988 წწ. მუშაობდა ზესტაფონის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე; 1988-1993 წწ. მუშაობდა წყალტუბოს შსს საქალაქო განყოფილების მოკვლევის სამსახურის უფროსი ინსპექტორის და საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის თანამდებობებზე; 1994 წელს მუშაობდა საქართველოს შსს საგზაო პოლიციის სამმართველოს იმერეთის საგამოძიებო ჯგუფის უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე; 1994-1995 წწ. მუშაობდა სატრანსპორტო საგამოძიებო სამმართველოს ქუთაისის განყოფილების უფროსად; 1995-1999 წწ. მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის მხარის საგამოძიებო განყოფილების უფროსის, უფროსის მოადგილის და უფროსი გამომძიებლის თანამდებობებზე; 2000-2001 წწ. მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე; 2001-2005 წწ. იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2012 წწ. იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2007 წწ. ასრულებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას; 2012 წლის დეკემბრიდან არის სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.418; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: