The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა სვანიძე

გოჩა სვანიძე
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1963  (62 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, იურისტი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტი 1984 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა 1994 წელს, თბილისის იურდიული ინსტიტუტი 2000 წელს. 

1984-1987წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცკ საქმეთა მმართველობის ავტობაზის მორიგე ინჟინერ-ტექნიკოსი; 1987-1990წწ. საქართველოს საგზაო სამინისტროს მე-11 საგზაო-სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინერი, ექსპლუატაციის უფროსი მოვალეობის შემსრულებელი; 1990-1992წწ. ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას; 1993-1995წწ. იყო საქართველოს შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ლაბორატორიის თანამშრომელი; 1996-2002წწ. მუშაობდა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში "კორძაძე, სვანიძე, ოქრუაშვილი" (შემდგომში სპს "კორძაძე, სვანიძე და ადვოკატები"); 2002-2003წწ. ამხანაგობაში "კორძაძე, სვანიძე და ადვოკატები"; 2003 წლიდან იყო კომანდიტური საზოგადოება საადვოკატო ბიუროს "სვანიძე და პარტნიორები" ხელმძღვანელი პარტნიორი. არის საჯარო სამართლის იურდიული პირის "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი.  GIPA ლექტორი – სამართლის საფუძვლები (2014 ), გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში დაცვის ხელოვნების ლექტორი (2015-2016). ცნობილი მორაგბე, საზოგადო მოღვაწე, წარმატებული იურისტი, სპორტის ოსტატი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.419; საადვოკატო ბიუროს "სვანიძე და პარტნიორების" ვებგვერდი: svanidzelawyers.comalfg.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2005-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია – აღმასრულებელი საბჭო, წევრი (2006-2013)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო კომიტეტი , თავმჯდომარე (2011-2013)
  • სასწავლო ცენტრის საგანმანათლებლო საბჭო, წევრი (2011-2013)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, წევრი (2013-)
  • საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობა, წევრი (2014-)
  • საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, წევრი (2004-)
  • საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი (2016-)
  • საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ვიცე - პრეზიდენტი (2003-2006)

გააზიარე: