შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჯაყელი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქ. ბრიუსელის კოლეჯი, მოგვიანებით არქიტექტურისა და გამოყენებითი ხელოვნების უმაღლესი ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1939 წელს. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; მსახურობდა საფრანგეთის "უცხოურ ლეგიონში" მოხალისედ; ომის შემდეგ მუშაობდა ჟორჟ ლამრისა და მარიო კნოუგრის საპროექტო ბიუროებში; 1948 წლიდან ხელმძღვანელობდა საკუთარ არქიტექტურულ ბიუროს; გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისიდან სათავეში ედგა ასევე საკუთარ არქიტექტურულ-სამშენებლო ბიუროს აფრიკაში; იყო პარიზის მთავარი არქიტექტორის მოადგილე; გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ქ. პარიზის მთავარი არქიტექტორი; 1967 წლიდან, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში", არქიტექტორ შალვა დავითაშვილის სახელოსნოში; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე; საფრანგეთში, ბელგიასა და კონგოში (ახლანდელი ზაირის რესპუბლიკა) დააპროექტა და ააშენა: საცხოვრებელი სახლები და კომპლექსები (ბრიუსელსა და ბელგიის სხვა ქალაქებში), ისტორიისა და მხარეთმცოდნეობის ეროვნული მუზეუმი (პარიზში), ორლის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (ალანსონში), ლიცეუმები და სასწავლო ცენტრები (სენტ-ილერში, აგრანსა და პარიზში), აეროდრომი, სკოლები, საავადმყოფოები (ბელგიურ კონგოში), აქვე გახსნა აგურის წარმოება, სადურგლო სახელოსნო, დაასაქმა ადგილობრივი მოსახლეობა (ასწავლიდა წერა-კითხვას, ანგარიშს, სამუშაოს წარმოებას); საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელობდა დასასვენებელი და სამკურნალო კომპლექსების (ბიჭვინთასა და გაგრაში), გუდაურის ცნობილი სასტუმრო "მარკო პოლოს", ბაკურიანის გენგეგმის, ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, საცხოვრებელი სახლების (თბილისში, ბორჯომში და საქართველოს ბევრ სხვა ქალაქში) დაპროექტებასა და მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.746-747
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |