შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ჯიბუტი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოში ინჟინრად; მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 და N7 სამშენებლო ტრესტების სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, აფხაზეთში სამშენებლო უბნისა და სამმართველოს უფროსად; 1955-1958წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს განყოფილების გამგე, მშენებლობის მინისტრის მოადგილე; მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N15 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ; ხელმძღვანელობდა სოხუმის ცნობილი ფუნიკულიორის, მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობის, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის, საკავშირო და რესპუბლიკური ტურისტული ბაზების, დასასვენებელი სახლების, რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხნის, სახლსაშენი კომბინატის, საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას თბილისში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.749 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |