The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ ალანია

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1909
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ზუგდიდის მაზრა.

1905 წლის მიწურულს, გლეხთა მრავალრიცხოვან მიტინგებზე ხშირად ლაპარაკობდა, რომ არსებული წყობილება უნდა მოისპოს, მთავრობა დაემხოს, გლეხებმა შეწყვიტონ სახელმწიფო გადასახადების გადახდა და ჯარში წასვლა, სახელმწიფო განაგოს ყველა მოქალაქის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიწა მიწის მუშებს დაუბრუნდეს (რადგან მიწა უსამართლოდ მიეკუთვნათ მემამულეებს) და სხვ. ყველა ამის შესასრულებლად, შეიარაღებულ აჯანყებას თვლიდა. "ზუგდიდის რესპუბლიკის" საქმისათვის 1907 წელს პასუხისგებაში მისცეს. სასამართლო პალატამ 1908 წლის 12-16 სექტემბერს ციმბირში გადასახლება მიუსაჯა. გაიგზავნა ვერხოლენსკის მაზრაში, სოფელ მანზურკაში. გარდაიცვალა იქვე. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი, რევოლუციური მოძრაობის აქტიური წევრი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.102


გააზიარე: