The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჯობავა

დავით ჯობავა
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1938
გარდაცვ. თარიღი:2010  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხობის  რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1961 წლიდან საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში", შემდეგ კი მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "თბილმეტრომშენში"; 1963-1967წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" ჯერ უბნის უფროსი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1967 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N10 სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილე, მთავარი ინჟინერ, მმართველი, სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" მთავარი ინჟინერი; 1994 წლიდან იყო გაერთიანება სს "მაღლივმშენის" დირექტორი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქ. თბილისის განაშენიანების საქმეში, მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულებისა და საცხოვრებელი მ/რ მაღლივი ობიექტების მშენებლობას; დიდი ღვაწლი მიუძღვის მაღლივი (16 და 18-სართულიანი) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების სეისმომედეგი, უნიფიცირებული, ანაკრები რკინაბეტონის კარკასული ნაკეთობების (სერია იის-04) ათვისებისა და დანერგვის საქმეში. მიღებული აქვს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემიები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.756; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.268

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: