შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაულ ჯობავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის ოჩამჩირის N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსად, საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს "ფსოუ-სოხუმ-ქუთაისის" მონაკვეთის საავტომობილო გზების მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; იყო წყურგილის ინერტული მასალების ქარხნის დირექტორი, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი, სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენპროექტის" სოხუმის ფილიალის დირექტორი; მისი მონაწილეობით აშენდა ხიდები თბილისში (დიდუბის), ოჩამჩირეში (მდ. მოქვზე), ტყვარჩელში (მდ. მახმეზე), საბჭოთაკავშირის თავდაცვის სამინისტროს თოთხმეტსართულიანი დასასვენებელი სახლი (სოხუმში), წყურგილის ინერტული მასალების ქარხანა და სხვა მნიშვნლოვანი ობიექტები. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.757 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |