შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ჯორბენაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში, სადაც განვლო გზა რიგითი ინჟინრიდან წამყვანი სპეციალისტისა და საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობამდე; 1978 წელს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატში, სადაც მუშაობდა საწარმოო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის განყოფილების უფროსად, ბინათმშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსად; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში კურირებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზონას და შესაბამისად იქ დისლოცირებულ სამინისტროს სამშენებლო ორგანიზაციებს N6 სამშენებლო ტრესტს, სოხუმის სახლმშენებელ კომბინატს და გაგრის სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენს" (ყოფილი ტრესტი "ბიჭვინთმშენი"); დიდი წვლილი აქვს შეტანილი ავტონომიური რესპუბლიკის საკურორტო და ბინათმშენებლობის ინდუსტრიული ბაზის განვითარების საქმეში, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული მსხვილი საკურორტო კომპლექსებისა და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში; წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.757-758
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |