შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ბარამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1960წწ. ქ. ფოთის ექიმი-თერაპევტი; 1960-1966წწ. თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს თერაპევტი, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1966-1967წწ. ქ. რუსთავის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი; 1967-1972წწ. გასტო-ენტეროლოგიური ცენტრის გამგე; 1972 წლიდან ქ. ფოთის N1 პოლიკლინიკის გასტრო-ენტეროლოგიური კაბინეტის გამგე; 1990-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ფოთის საარჩევნო ოლქიდა; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოულიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); ქ. ფოტის პრეფექტი; სახელმწიფო გადატრიალების (1991-1992, დეკემბერ-იანვარი) შემდეგ იმყოფებოდა პოლიტიკურ დევნილობაში საზღვარგარეთ (ჩეჩნეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, გერმანია); დევნილი უზენაესი საბჭოს გროზნოს (1992-1993) და ზუგდიდის (1993) სესიების მონაწილე; პირველი ქართველლი დიდოსტატი საერთაშორისო შაშში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საკავშირო და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი. ქ. ფოთში არის მისი სახელობის ქუჩა. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.84; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი : კრებული / საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნ-ტი.-გვ. 77- 78 (dl.sangu.edu.ge) ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |