The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად ბოკუჩავა

ზვიად ბოკუჩავა
დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. ჩიტას (რუსეთის ფედერაცია) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს და ასპირანტურა.

1983-1984 წწ. იყო ქ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი; 1984 წლიდან თერმულ დაზიანებათა რესპუბლიკური სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი- ორდინატორი, სანიტარიული ავიაციის ექიმი-კონსულტანტი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, თიანეთის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიის წევრი; საქართველოს სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე (1991) და საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების საბჭოს მდივანი (1991). ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 97

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

გააზიარე: