შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი აბალაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბერბუკი, გორის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1964 წელს. 1956-1958წწ. ტრაქტორის მიმბმელი, ტრაქტორისტი, ზეინკალი, კომბაინერი და სადრაქტორო ბრიგადის ბრიგადირის მოადგილე; 1958-1959წწ. ბერბუკის კოლმეურნეობის მექანიზატორი; 1959-1963წწ. საქართველოს სლკკ გორის რაიკომის მეორე და პირველი მდივანი; 1963-1964წწ. საქართველოს კპ გორის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1964-1965წწ. ბრეთის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი; 1965-1971წწ. საქსოფლტექნიკის გორის რაიონული გაერთიანების მმართველი; 1971-1973წწ. საქსოფლტექნიკის საშენი მასალების წარმოების დირექტორი; 1973-1975წწ. რაიკოლმეურნცხოველმრეწვის თავმჯდომარე, საკოლმეურნეობათშორისო მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი; 1975-1982წწ. ახრისის მევენახეობის მეურნეობის დირექტორი; 1982-1987წწ. გორის რაიონული აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1987-1992წწ. გორის რაიონული აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №5.32 გორის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 54; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: web.archive.org ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |