შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ აბრალავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1980 წელს. 1978-1980წწ. 95-ე პროფტექსასწავლებლის ელექტრიკოსი; 1980-1985წწ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების ინჟინერ- სისტემოტექნიკოსი; 1985-1987წწ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების განყოფილების უფროსი; 1987-1999წწ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1992 წელს საერო ინსტიტუტის "გაენათის" ლექტორი, დოცენტი; 1992-1999წწ. ისნის რაიონის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი; 1999 წელს საავიაციო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005-2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; ფრაქცია - "XXI საუკუნე"-ს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (2001 - 2003); საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი (2000 - 2004); ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი (2000 - 2004). ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.57 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |