Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ აბრალავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1980 წელს. 1978-1980წწ. 95-ე პროფტექსასწავლებლის ელექტრიკოსი; 1980-1985წწ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების ინჟინერ- სისტემოტექნიკოსი; 1985-1987წწ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების განყოფილების უფროსი; 1987-1999წწ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1992 წელს საერო ინსტიტუტის "გაენათის" ლექტორი, დოცენტი; 1992-1999წწ. ისნის რაიონის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი; 1999 წელს საავიაციო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005-2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; ფრაქცია - "XXI საუკუნე"-ს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (2001 - 2003); საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი (2000 - 2004); ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი (2000 - 2004). ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.57 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |