შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ კიპაროიძე![]()
ბიოგრაფია1967-1969 წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე; 1970-1975 წწ. სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე; დაამთავრა სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა არქიტექტურის თეორიის და ისტორიის სპეციალობით 1978 წელს. 1974-1975 წწ. დაამუშავა თბილისის დედაციხე - მეტეხის ქალაქმშენებლური რესტავრაციის პროექტი, რომელსაც საკავშირო კონკურსზე მიენიჭა პირველი პრემია; 1976-1986 წწ. მუშაობდა ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საპროექტო განყოფილების გამგედ; 1981 წელს ძეგლთა დაცვის გაფართოებულმა სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა მის მიერ დამუშავებული ნარიყალას ციხე - სიმაგრის კონსერვაცია - რესტავრაციის პროექტი და მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა პრაქტიკული სამუშაოები 1981-1991 წწ.; 1990-1997 წწ. შეასრულა ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის განახლების პროექტი და რეალიზაცია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სიონის საკათედრო ტაძარში მასშტაბური სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოები შეასრულა 1982-1999 წწ; 1982-1988 წწ. გამოიკვლია სურამის ციხე, დაამუშავა კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტი და ამავე პერიოდში განხორციელდა ძეგლის პრაქტიკული რესტავრაცია; 1986 წელს დაასრულა ნაბახტევის XI საუკუნის ეკლესიის რესტავრაცია; 1999 წლამდე ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის განყოფილებას; 1999-2009 წწ. მუშაობდა აშშ-ში, ქ. ცინცინატში (ოჰაიო) და დალასში (ტეხასი). მას ეკუთვნის ცინცინატის ანტიოქიის ეკლესიის რეკონსტრუქციის პროექტი, ვენერა მილოსელისა და მარკუს ავრელიუსის მარმარილოს ქანდაკების კონსერვაცია (2008). spring grove semetery-ის მემორიალური როტონდის რესტავრაცია (ცინცინატი, 2005). აშშ-დან დაბრუნების შემდეგ დაამუშავა ნარიყალას კომპლექსის კეთილმოწყობისა და სამრეკლოს პროექტი; 1984 წლის icomos-ის საერთაშორისო კონგრესის მონაწილე, 1997 წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოების ავტორი, დაჯილდოებულია Loveland Art Show-ის პირველი პრემიით, ქანდაკებაში (USA, loveland, 2009); არქიტექტორ-რესტავრატორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 157-158 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |