The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კლარა ელჩიბეგაშვილი

კლარა ელჩიბეგაშვილი
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1948
გარდაცვ. თარიღი:12 ოქტომბერი, 2023  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელ ოსიაური, ხაშურის რაიონი. 
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის სპეციალობით 1970 წელს და მიენიჭა ფილოსოფოსის, ფილოსოფიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაცია; სწავლა გააგრძელა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 
1968 წლიდან მუშაობდა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ - დოცენტად; მრავალი წლის განმავლობაში იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; პარალელურად იკავებდა ფილოსოფიის კათედრის გამგის თანამდებობას; არის ორი მონოგრაფიისა და 21 სამეცნიერო შრომის ავტორი; 2004-2005წწ. იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი (პირველი პირის ხელმოწერის უფლებით), 2005-2006წწ. ასრულებდა რექტორის მოვალეობას; 2005-2007წწ. გორის უნივერსიტეტის რექტორი; დაჯილდოებულია არაერთი საპატიო სიგელით გორის უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის. პროფესორი.

დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ნიკო ნიკოლაძის ფილოსოფიურ-ესთეტიკური შეხედულებანი" 1978 წელს. 1992 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება ფილოსოფიის დარგში.

წყარო: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი: gu.edu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.249; ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო: facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - საპატიო ხაშურელის წოდება
  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო - პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: