The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ბარბაქაძე

ვახტანგ ბარბაქაძე
დაბადების თარიღი:1945  (80 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ - ტექნოლოგის სპეციალობით 1968 წელს.

1970-1974 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1974-1977 წწ. იყო საბჭოთა კავშ-ირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. დ. ზელინსკის  სახელობის ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი (ქ.მოსკოვი); 1978 წელს იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1978-1982 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის  ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1982-1985 წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი სპეციალისტი; 1985-1989 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიორგანული ქიმიის დარგობრივი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1989-2001 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 2001 წლიდან წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. 1999 წ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1996 წ. უტრეხტის უნივერსიტეტის (ქ. უტრეხტი, ნიდერლანდები) მიწვეული მეცნიერ მკვლევარი (უტრეხტის უნივერსიტეტის სტიპენდია); 2002 წ. უტრეხტის უნივერსიტეტის (ქ. უტრეხტი, ნიდერლან-დები) მიწვეული მეცნიერ მკვლევარი [ნიდერლანდების სამეცნიერო კვლევების ორგანიზაციის (NWO) გრანტი]; 2006-2017 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მცენარეული ბიოპოლიმერების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მცენარეული ბიოპოლიმერების და ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიური მოდიფიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ.. -თბ., 2012.-გვ.176

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1960-2001 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "ბიოლოგიურად აქტიურ მცენარეულ ნივთიერებათა შესწავლა და ახალი სამკურნალო პრეპარატები"

გააზიარე: