| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ბერუჩაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს. 1970-1982წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე - დოცენტი; 1982-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის კათედრის გამგე; 1970-2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის გამგე და 1979-2006წწ. აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობის შესწალის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გამგე; 1995-2000წწ. სოროსის ფონდის პროფესორი; 2001-2006წწ. "კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალის" დამაარსებელი და მთავარი რედაქტორია; 2004-2006წწ. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მსოფლიო კომისიის ლანდშაფტის ანალიზის პრეზიდენტი. ფრანგ გეოგრაფთან ჟან რადვანთან ერთად ავტორია ატლასისა - "კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი"; არის 220 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 16 მონოგრაფიის, 10 სახელმძღვანელოს (5 უმაღლესი სასწავლებლების, 5 საშუალო სკოლის) ქართულ, რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და სხვ. ენებზე). საკანდიდატო (1971) და სადოქტორო დისერტაცია (1981) დაიცვა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1983). ლანდშაფტმცოდნე, კარტოგრაფი. წყარო: IGU InternationalGeographical Union:homeofgeography.org; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

