The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სადაღაშვილი

დაბადების თარიღი:1870  (154 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვახვრელი, გორის მაზრა.

დაიბადა გლეხის ოჯახში. განათლება ოჯახში მიიღო. სოციალ-დემოკრატიულ წრეებში გაწევრიანდა დაარსებისთანავე. იყო თბილისის პარტიული წრის ორგანიზატორი. 1900 წლის რკინიგზის გაფიცვის გამო გაასახლეს თბილისიდან. 1902 წლის მუშათა დემონსტრაციების შემდეგ დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1903 წელს დატოვა რკინიგზის სახელოსნო პოლიციური წნეხის გამო. 1904 წლიდან მუშაობა დაიწყო იარალოვის ქარხანაში. აქტიურად მონაწილეობდა ოთხივე სათათბიროს არჩევნებში, მუშების მხრიდან იყო დასახელებული ამომრჩევლად, მათ შორის გურიიდანაც. 1908 წელს ჟანდარმერიამ დაიჭირა და გადაასახლა როსტოვში ორი წლით. 1917 წლის მარტიდან ეწეოდა აქტიურ პარტიულ მუშაობას. იყო "ნაძალადევის" კომიტეტის თავმჯდომარე და სხვადასხვა რაიონის კოლექტივის წევრი. აირჩიეს ქალაქის საბჭოს წევრად. 1918 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ დასახელდა ეროვნული საბჭოს წევრად. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა. იყო საკანდიდატო სიის 115-ე ნომერი. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება. სოციალ-დემოკრატი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.343-344

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-)

გააზიარე: