The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერასტი ტოროტაძე

ერასტი ტოროტაძე
სხვა სახელი:ე. ტო-ძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 1962  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქუთაისის მაზრა.

ელემენტარული განათლება ოჯახში მიიღო. წლების განმავლობაში მუშაობდა ასოთამწყობად სხვადასხვა ქართულ სტამბაში. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას. ე. ტო-ძეს ფსევდონიმით, მუშათა პრობლემების შესახებ წერილებს აქვეყნებდა პარტიულ პრესაში. 1918 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ დაასახელა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ეროვნული საბჭოს მუშათა საკითხების კომისიის წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პროფკავშირების ცენტრალურ საბჭოში. აქვეყნებდა სტატიებს გაზეთ "სახალხო საქმეში". იყო გამომცემლობა "სახელმწიფო გამომცემლობის" (1921), შემდგომში "სახელგამი", ხოლო 1965 წლიდან - "საბჭოთა საქართველოს" დამაარსებელი და დირექტორი. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება. სოციალისტ-ფედერალისტი.

 წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.426

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1907-)

გააზიარე: