The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერემო ქარელიშვილი

ერემო ქარელიშვილი
ოფიციალური სახელი:ერემია ასტვაცატუროვი
სხვა სახელი:ერემო ქარელიშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1908
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 1994  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:კრიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ქარელი.

მისი პირველი პუბლიცისტური წერილები პერიოდიკაში 1927 წელს გამოქვეყნდა; წლების მანძილზე მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" განყოფილების გამგედ და მთავარი რედაქტორის მოადგილედ, გურჯაანის საშუალო სკოლის დირექტორად, ჟურნალ "ჩვენი თაობის" განყოფილების გამგედ; ჟურნალ "მნათობის" პასუხისმგებელ მდივნად, საბლიტგამის მთავარ რედაქტორად, გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" პასუხისმგებელ მდივნად, ალმანახ "თეატრალური საზოგადოების სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების გამგედ; სისტემატურად იბეჭდებოდა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად; მან საფუძვლიანად შეისწავლა და გააანალიზა მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა ცხოვრება და შემოქმედება, საინტერესო წერილები და მონოგრაფია უძღვანა ნიკოლოზ ბარათაშვილს, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ალექსანდრე ყაზბეგს, ნიკო ლომოურს, ეკატერინე გაბაშვილს, იროდიონ ევდოშვილს, შიო მღვიმელს და სხვ.; ცნობილია მისი ვრცელი ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიები ქართული მწერლობის ისეთი გამოჩენილ წარმომადგენლებზე, როგორებიც არიან მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, იოსებ გრიშაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი. ტ. 1, ა - დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ., 2018.-გვ.224; ერემია ქარელიშვილი : მწერალი და კრიტიკოსი, 1908-1994 : ნეკროლოგი // ლიტერატურული საქართველო.-თბილისი, 1994.-16-23 დეკემბერი.-N 49.-გვ. 16 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: