Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მელიტონ ქარცივაძე![]()
Biographyრამდენიმე წელი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. იგი სარწმუნოებით მაჰმადიანი ქართველი იყო. თანამედროვენი მას ახასიათებენ, როგორც პატიოსან, თავმდაბალ და მეგობრულ ადამიანს. იგი იძულებული გახდა ოსმალეთში გახიზნულიყო, რადგან ბათუმის ფოსტის ექსპროპრიაციისთვის მთავრობას პასუხისგებაში ჰყავდა მიცემული. მიხაკო წერეთელთან ერთად პირველი წყალქვეშა ნავით საქართველოში ჩამოვიდა. საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრები (1914-1918წწ.) საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად აქტიურად იბრძოდნენ. ქართული ლეგიონის მიზნებსა და საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერას იზიარებდა გერმანიის კონსული ოსმალეთში ოტოფონ ლოსოვი, რომელმაც პრაქტიკულად ხელი შეუწყო საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის მომწიფებას. მიუხედავად იმისა, რომ ლეგიონი დამოუკიდებლობის აღდგენამდე დაიშალა, გერმანელები მაინც არ წყვეტდნენ საქართველოს მხარდაჭერას: კრესენშტაინის მეთაურობით საქართველოში შემოვიდა გერმანიის სამხედრო დანაყოფი, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას, ლეგიონის ყოფილი წევრების მიერ საქართველოს რეგულარული არმიის ხელშეწყობასა და ინსტიტუციების განვითარებას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და განმტკიცების შემდგომ, 1918 წლის ივლისში, საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი დაიშალა, ხოლო მისმა წევრებმა საქართველოს ახლად დაბადებულ სახელმწიფოში განაგრძეს მოღვაწეობა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918 წლის 26 მაისი) ქართული სახელმწიფოს მშენებელთა რიგებში ჩადგა. ანგორაში მუსტაფა ქემალ ათათურქის მთავრობასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური კორპუსის წევრი იყო. მას, ზია-ბეგ აბაშიძესთან, ერთად სამხედრო ატაშეს პოსტი ეკავა. ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის აქტიური მებრძოლი. საზღვარგარეთ მოქმედი ორგანიზაციის "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" წევრი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.454
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |