The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ქიძინიძე

მერაბ ქიძინიძე
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  სამრეწველო  და  სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1983წწ. ბათუმის სახლსაშენი კომბინატის საყალიბო საამქროს ოსტატი; 1983-1985წწ. ახალგაზრდული  ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 1985-1986წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების უფროსი რეფერენტი; 1987-1990წწ. ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს წევრი; 1991-1992წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორგანიზატორი; 1992-1993წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კონტროლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 1993-1996წწ. აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან არსებული საკოორდინაციო  ეკონომიკური საბჭოს პროექტებისა და წინადადებების ექსპერტიზის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1997-1998წწ. "კასპიან  ტრანს" საერთაშორისო კომპანიის ნავთობის გადაზიდვებისა და გადატვირთვის მენეჯერი; 2000 წლიდან საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანიის "ბაქოთბილისიჯეიჰანის" პროექტის ექსპერტი; 2004 წლიდან წინააღმდეგობრივი მოძრაობა "დემოკრატიული აჭარა"-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი; 2004-2008წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2009-2010წწ. აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან არსებული სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2010-2012წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან არსებული სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2013 წლიდან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის უფროსი. საქართველოს სამგზის ჩემპიონი ბაიდარით ნიჩბოსნობაში. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.469; batumi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, წევრი
  • საქართველო - ბრანდენბუგის საზოგადოება, დამფუძნებელი და თავმჯდომარე (2006-2013)

გააზიარე: