შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მელიტონ ჩეჩელაშვილი![]()
ბიოგრაფიაგეომეტრიის მასწავლებელი. ასწავლიდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. როგორც პედაგოგს, ასე ახასიათებდა რეალური სასწავლებლის დირექტორი: "მცოდნე და გამოცდილი მასწავლებელია, საქმის ერთგული, კეთილსინდისიერად აღმსრულებელი თავის მოვალეობის, ენერგიით სავსე და დაუღალავი მუშაკი. მან სასურველ ნიადაგზე დააყენა გეომეტრიის სწავლება, მოაწყო ამ საგნის პრაქტიკული მეცადინეობა და სულ ცოტა ხანში თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია". ასწავლიდა სოფელ ჯურყვათსა და ზედა მაღლაკში. უმაღლესი არ დაუმთავრებია, მაგრამ ჩააბარა სხვადასხვა გამოცდა, გაიარა კურსები და 1919 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა ქუთაისის რეალურ სასწავლებელთან არსებულ უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის თვალსაჩინო გეომეტრიის მასწავლებლად. ატარებდა საჩვენებელ გაკვეთილებს და ჰქონდა დიდი ავტორიტეტი პედაგოგთა და მოსწავლეთა შორის. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.496
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |