შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი ავტომობილებისა და ტრაქტორების სპეციალობით 1961 წელს. 1961-1965 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში ლაბორანტად, უმცროს და, შემდეგ, უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1965-1968 წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტი; 1968-1990 წწ. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროს აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო 1990-1992 წწ. საქართველოს ტრანსპორტის მინისტრად. 1992-2005 წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანი. იგი არის მისი მონაწილეობით შექმნილი იმ ახალი მეცნიერული სკოლის წარმომადგენელი, რომლის მუშაობაც მიძღვნილია ახალი ტიპის საზეთი მასალების დამუშავებითა და გამოყენებით ავტომობილების ხანგამძლეობისა და ეკოლოგიურობის ამაღლების საკითხების კვლევისადმი; თანავტორია აღმოჩენის დონის იმ ტრიბოლოგიური, თვისობრივად ახალი მოვლენისა, რაც დაფიქსირდა მისი თანამონაწილეობით ჩატარებული კვლევებისას. სახელდობრ, ნანოდისპერსული ამორფული ნახშირბადის შემცველი ზეთების არეში მომუშავე ხახუნის ზედაპირებზე წარმოიქმნება მეორადი ზედაპირული შემზეთი შრეები, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა ტიპის ალმასების ნანონაწილაკებს, რაც შემზეთი მასალის უნიკალურ მრავალფუნქციონალურ ტრიბოლოგიურ ეფექტიანობას განაპირობებს. შესაბამისად, დამუშვებული და რეალიზებული იქნა ახალი ნანოტექნოლოგიები მაღალეფექტიანი საავტომობილო თხევადი და პლასტიკური საზეთი მასალების მისაღებად; ასევე მუშაობს ავტომობილების ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე საწვავების ეკოლოგიური თვისებების გავლენისა და მათი ოპტიმიზირების შესაძლებლობის საკითხების თეორიულ-ექსპერიმენტული გამოკვლევის მიმართულებით; იგი მრავალი გამოგონების ავტორია. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.199; aaf.ge; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.294-295; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.112; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.234-235 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |