Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი აბრამიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკური ფაკულტეტი საავტომობილი ტრანსპორტის სპეციალობით 1973 წელს. 1973-1975 წწ. იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში საავტოტრაქტორო სამსახურის უფროსად ნოვო-ბელოკოროვიჩში (უკრაინა); 1975-1976 წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროს საწარმოო-ტექნიკურ გაერთიანება "ავტოტრანსტექნიკაში" ინჟინრად, 1976-1977 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეურნეო-სახელშეკრულებო თემის უფროს ინჟინრად; 1977-1981 წწ. ამავე ინსტიტუტის შიგაწვის ძრავების კათედრის ლაბორატორიის გამგე; 1981-1985 წწ. ინსტიტუტის ავტომობილების, შიგაწვის ძრავებისა და საწვავ-საცხი მასალების კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1989-1998 წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1998-2004 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო ტრანსპორტის კათედრის დოცენტი; 2004 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი; 1991 წლიდან იგი შეთავსებით მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის საავტომობილო ტრანსპორტის განყოფილების გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია, 7 გამოგონება. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.201; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: gtu.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |