შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1990-იან წლებში მუშაობდა ისლანდიაში მთარგმნელად; ბაშვობიდან იყო გატაცებული ისლანდიური ენით, რომელიც თვითონ შეისწავლა; ისლანდიურიდან ქართულად თარგმნა: ისლანდიელთა წიგნი (Íslendingabók); საგებში განსწავლული ისლანდიელის საგა (Árnesinga sögur og Kjalnesinga: Íslendigs þáttr sögufróða); ჰელგი ჰალვარსონის საგა (Saga Helga Hallvarðsson); ბორგარფიორდელი სიგურდურის საგა (Borgfirðinga sögur: Sigurðar þáttr borgfirzka); ენაგველა გუნლაუგრის საგა (Gunnlaugs saga ormstungu); გრენლანდიელთა საგა (Grænlendinga saga); უკანასკნელი კათოლიკე ეპისკოპოსი, 1997, ავტორი თოურჰალურ გუჰტორმსონი (Jón biskup Arason, höfundur Þórhallur Guttormsson); ქართულიდან ისლანდიურად თარგმნა: შუშანიკის წამება (PÍSALRVÆTI HINNAR HEILAGAR SJÚSANIKAR DROTTNINGAR), 1996; სარჩობელაზედ (Í gálganum), 2001 (ავტორი: ილია ჭავჭავაძე); ნატვრის ხე (Óskatré), 2001 (ავტორი: გიორგი ლეონიძე); ლინგვისტი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |