შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1948 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შრომა ჭიათურის მაღაროებზე დაიწყო; მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ასისტენტის თანამდებობიდან სამთო მანქანების, მაღაროს სტაციონარული დანადგარებისა და ტრანსპორტის კათედრის სრული პროფესორის თანამდებობამდე. ა. ქუთათელაძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონებისა და რამდენიმე ორიგინალური სახელმძღვანელოს ავტორია, რომლებიც პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. იყო სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების წევრი, "სამთო ჟურნალის" სარედაქციო კოლეგიის წევრი და ა.შ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და მედლები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1980). სამთო ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მაღაროს ტურბოკომპრესორების მუშაობის არამდგრადი პროცესების კვლევა და მათი თავიდან აცილების საშუალებები", დაიცვა 1989 წელს სვერდლოვსკის (რუსეთი) სამთო ინსტიტუტში. წყარო: სამთო ჟურნალი.-თბ., 2010.-N2(25).- გვ.88 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |