შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ აღუშაშვილი![]()
ბიოგრაფიააღიზარდა ახალციხელ სომეხ კათოლიკეთა გავლენით. სწავლა კონსტანტინოპოლში მიიღო, იქვე ეკურთხა მღვდლად. მსახურობდა კონსტანტინოპოლში, ართვინში, ახალციხის მაზრის სოფლებში, ქუთაისსა და გორში. 1826 წელს სომეხი სამღვდელოების წყალობით ოსმალთა მთავრობის მიერ დევნილ მოძღვართა შორის ანტონ აღუშაშვილიც ჩავარდა ტყვედ, რადგან ძალას ატანდნენ-გრიგორიანობას დაუკავშირდიო. ქართული მწიგნობრობის მოყვარული იყო, თუმცა სომეხი სამღვდელოების გავლენით აღიზარდა, თავის ვინაობას არ კარგავდა. სომხურიდან ქართულად თარგმნა "ლოცვები დღიურად" ნერსეს სომეხთა კათალიკოსისა, "ლოცვები დღიურად" (ვრცელი წიგნი) და სხვ. თავისი დროის შესანიშნავ მოძღვრად ითვლებოდა. ქართველი კათოლიკე, მწიგნობარ-მოძღვარი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.239
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |