შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალი სამსონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1957 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: გაზეთ "საბჭოთა აჭარის" რედაქტორის მოადგილედ, რედაქტორად; 1980 წლიდან იყო ჟურნალ "ჭოროხის" მთავარი რედაქტორი; მისი პირველი მოთხრობა "მე და ჩემი დიასახლისი" 1957 წელს გამოქვეყნდა; გამოცემული აქვს წიგნები: "ჩემი შვილი სიმონი" (1963), "ჩვენ ნიჭიერები ვართ" (1968), "წვიმიანი მზიანეთი" (1976), "შალვა ჩემო სიხარულო" (1983), "წვიმაში დაწერილი მოთხრობები" (1981), "ფეხბურთი თავით უნდა ითამაშო" (1985) და სხვ; ალექსანდრე სამსონიას პიესები ("ზღვა და სიყვარული", "ძველი ქოლგა", "ვაჩე ვაჩეიშვილი", "მონაწილე ვარ თქვენი მწუხარების", "ორმოცწლიანთა კლუბი", "ზღვა, მზე და სიყვარული" და სხვ.) სამი ათეული წლის მანძილზე იდგმებოდა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე; მწერლის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელი მიენიჭა ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას, სახლზე განთავსებულია მემორიალური დაფა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 9.-თბ.,1985.-გვ.33; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.44; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.186 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |