The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოშია ჩხაიძე

შოშია ჩხაიძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ჩხაიძე
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1924
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 1998  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი (ფერიის სასაფლაოზე), ბათუმი
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მაგრამ ომის გამო იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა და ფრონტზე წასულიყო; დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 1954 წელს. 

მოღვაწეობა დაიწყო, როგორც ჟურნალისტმა; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან, რადიოსთან; სხვადასხვა დროს მუშაობდა: მასწავლებლად, აჭარის რადიოში (კორესპონდენტად, რედაქტორად, მთავარ რედაქტორად); იყო ჟურნალ "ლიტერატურული აჭარის" ლიტერატურული მუშაკი, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის აჭარის განყოფილებას.პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1951 წელს; მოთხრობების პირველი კრებული 1955 წელს; პროზაული კრებულები: "უგვირგვინო იუბილარი" (1958), "უძლეველი" (1961), "როცა მთავრდება ბავშვობა (1965), "ზღვა და ქალიშვილი" (დოკუმენტური მოთხრობა, 1969) "ზღვის შვილი" (1966), "ქალაქში ერთი ეზოა" (1968); აგრეთვე პიესები: "ხიდი" (1973), "როცა ქალაქს სძინავს" (1977), "თავისუფალი თემა", "შთამომავლობა", "ჩვენებურები" (1991), "ერთხელ" (1998), "ჩინარის მანიფესტი" და სხვ; ჩხაიძის პიესები წარმატებით იდგმებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების, აგრეთვე გერმანიის, ბულგარეთის, ჩეხეთის (ჩეხოსლოვაკია), ჩინეთის თეატრების სცენებზე. მიღებული აქვს გამომცემლობა "ნაკადულის" პირველი პრემია, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია, "ხუთწლიანი მატიანეს" ლაურეატის საპატიო წოდება (1981). მწერლის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელი მინიჭებული აქვს ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.172; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.comსაინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.201

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, თავმჯდომარე (1974-1998)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1973 - აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • ჩემი წილი საუკუნე (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 1998. - 492გვ.
  • ჩვენებურები : დოკუმენტ. მოთხრობა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე და კიდევ სხვა ამბებზე (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 1991. - 272გვ.
  • თეატრი, პიესა, მაყურებელი : წერილები (ავტორი). - თბილისი, საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 1988. - 127გვ.
  • ხიდი : პიესა ორ მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1973. - 119გვ.
  • ზღვის შვილი : ნარკვევი კაპიტან ელიზბარ გოგიტიძეზე (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 195გვ.
  • ზღვისპირა ქალაქში : მოთხრობები (ავტორი). - ბათუმი, სახელგამი, 1954. - 264გვ.
  • გზაჯვარედინზე : პიესა (ავტორი). - ბათუმი, სახელგანი, 1953. - 93გვ.

გააზიარე: