შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. წარჩინებით დაამთავრა 35-ე საფეხბურთო სკოლა და შემდეგ ბაქოს სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი. თავისი სურვილით წავიდა ჩრდილოეთის ფლოტში, სადაც ლეიტენანტობიდან ატომური წყალქვეშა სარაკეტო კრეისერის მეთაურობამდე მიაღწია. სამეთაურო კურსების და დახურული ცენტრის დამთავრების შემდეგ გახდა ატომური წყალქვეშა სარაკეტო კრეისერის პირველი ქართველი მეთაური და განახორციელა მრავალი წყალქვეშა საბრძოლო მორიგეობები ჩრდილოეთის ყინულოვან და ატლანტის ოკეანეებში. 1972 წლის 15 იანვარს დაიწყო დედამიწის გარშემო ფარული წყალქვეშა ნაოსნობა ბარენცის ზღვის სამხედრო-საზღვაო ბაზიდან. გადალახა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე, დრეიკის სრუტე, წყნარი ოკეანე და იმავე წლის 31 მარტს ამოყვინთა ბერინგის ზღვასთან. საერთაშორისო საზღვაო დებულების მიხედვით, მარშრუტი დედამიწის გარშემო მოგზაურობად ითვლება, მან 75 დღის განმავლობაში განვლო 41000 კმ. ისე, რომ მისი წყალქვეშა კრეისერი, დაინტერესებულ სახელმწიფოთა საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო თუ კოსმოსურ სათვალთვალო-სამეთვალყურეო სამსახურებს არ შეუნიშნავთ. კრეისერის სიგრძე იყო 140 მ, სიგანე 12 მ, ბორტის სიმაღლე 12 მ, წყალწყვა 1400 ტ, მაქსიმალური სიჩქარე 47 კმ. გარსაქვეყნო მოგზაურობის შემდეგ იგი 17 წელი მსახურობდა წყნარი ოკეანის ფლოტში, ატომური წყალქვეშა ხომალდების ბრიგადის მეთაურად, ფლოტილიის სარდლის მოადგილედ; 1989 წელს დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობდა თბილისში; 114 დღე მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში. 1992-1997წწ. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, 2000 წლიდან - საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის პრორექტორი. მონაწილეა სახელმწიფოთა შორის 5 ოფიციალური მოლაპარაკებისა, რომელსაც სამხედრო-საზღვაო დარგის ორი შეთნხმება მოჰყვა. იყო საქართველოს სამხედრო-საზღვაო დოქტრინის და თავდაცვის სტრატეგიული პროგრამის მონაწილე, დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების პირველი სარდალი, წყალქვეშა სარაკეტო კრეისერის მეთაური, პირველი კონტრ-ადმირალი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.318-319; საქართველოს გენერალთა კლუბი: interpressnews.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.113; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |