The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა ხოკრიშვილი

ელგუჯა ხოკრიშვილი
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1973  (48 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

პოტსდამის უნივერსიტეტში, გერმანია, ეკონომიკის ბაკალავრი, 2002 წელი; პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია, ბიზნესის და ეკონომიკის მაგისტრი, 2004 წელი; პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია, ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, 2008 წელი. 

1999-2003წწ. იყო პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრის მკვლევარი მეცნიერი; 2006 წელს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს ექსპერტი (ბერლინი); 2004-2008წწ.  პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრის პროექტის მმართველი; 2009-2010წწ. პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრის პროექტის მმართველი; 2010-2011წწ. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, პროექტის მმართველი; 2010-2011წწ. პროგრამებისა და განათლების განვითარების პროფესიონალთა ჯგუფი, ვანკუვერი, კანადა, კონსულტანტი; 2011 წელს ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს" ექსპერტი; 2011 წელს "GOPA კონსალტინგის" ექსპერტი (გერმანია); 2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 2012 წელს ფონდი "ღია საზოგადოება" (OSF), ექსპერტი; 2012 წელს – კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის (CIESR) გამგეობის თავმჯდომარე; 2012-2014წწ. მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი; 2014 წლის 15 აპრილიდან – 21 ივლისამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი პუბლიკაცია საგადასახადო და სოციალური პოლიტიკის, ფისკალური დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებისა და რეგიონული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების შესახებ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

წყარო: საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "The Tbilisi Times პორტალი: ttimes.ge


გააზიარე: