The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ქურდაძე

რამაზ ქურდაძე
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1961  (62 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა სურამი.

დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ის­ტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს; 1983-1986 წწ. გაიარა ასპირანტურის სრუ­­­ლი კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრაზე პროფ. ე. ბაბუნაშვილის ხელმძღვანელობით.

1983 წლიდან ეწევა პე­დაგოგიურ მოღვაწეობას: 1983-1984 წწ. მუშაობდა მასწავლებლად სო­ფელ კალის (მესტიის მუნიციპალიტეტი) საშუალო სკოლაში; 1987 წლიდან არის თბი­ლი­სის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქ­­­ტორი, პროფესორი (2000). სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის ქართულ გიმ­ნა­ზი­­აში, ცხინვალის სახელ­მწი­ფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, გორის ეკონომიკურ ინ­ს­ტი­­ტუტსა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში; ქართულ ენას ასწავლიდა საზღვარგარეთ: ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტონი ბრუკში, აშშ (2007-2008), დარტმუთის კოლეჯში, აშშ (2011, 2013), ბრემენის უნივერსიტეტში, გერმანია (2015), ლეიდენის უნივერისტეტში, ნიდერლანდების სამეფო (2012, 2016, 2018); 2010 წელს გახდა შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიანტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ენის ქართლური დიალექტის ლიახვისა და ფრონის ხეობათა მეტყველება", დაიცვა 1987 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ხმოვანმონაცვლე ზმნები თანამედროვე ქართულში", დაი­ც­ვა 1999 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: