Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ ქურდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა სურამი. დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს; 1983-1986 წწ. გაიარა ასპირანტურის სრული კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრაზე პროფ. ე. ბაბუნაშვილის ხელმძღვანელობით. 1983 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1983-1984 წწ. მუშაობდა მასწავლებლად სოფელ კალის (მესტიის მუნიციპალიტეტი) საშუალო სკოლაში; 1987 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2000). სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის ქართულ გიმნაზიაში, ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, გორის ეკონომიკურ ინსტიტუტსა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში; ქართულ ენას ასწავლიდა საზღვარგარეთ: ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტონი ბრუკში, აშშ (2007-2008), დარტმუთის კოლეჯში, აშშ (2011, 2013), ბრემენის უნივერსიტეტში, გერმანია (2015), ლეიდენის უნივერისტეტში, ნიდერლანდების სამეფო (2012, 2016, 2018); 2010 წელს გახდა შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიანტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ენის ქართლური დიალექტის ლიახვისა და ფრონის ხეობათა მეტყველება", დაიცვა 1987 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ხმოვანმონაცვლე ზმნები თანამედროვე ქართულში", დაიცვა 1999 წელს. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |