შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან ბაგრატიონი![]()
ბიოგრაფიარომან ივანეს ძე ბაგრატიონი მოღვაწეობდა XVIII-XIX სს. მის სახლში იმართებოდა საკონცერტო-საცეკვაო საღამოები; აქვე, 1832 წლის 21 იანვარს დაიდგა რამდენიმე პიესა, მათ შორის, მ. გომოზოვის "მეცხრამეტე საუკუნის ქართველები", ალ. გრიბოედოვის "ვაი, ჭკუისაგან!" (ნაწყვეტები), რის შესახებ სოლომონ დოდაშვილი გაზეთ "სალიტერატურო ნაწილნი თბილისის უწყებათანი" (1832, №2) წერდა: "საკურველად წარმოადგინეს, მერწმუნეთ, უკეთესად არღა შეიძლებოდა". ნატალია დიმიტროვნას როლი შეასრულა სოფიო ივანე ორბელიანის ასულმა, ხლესტოვა - მარიამ ივანე ორბელიანის ასულმა, ხოლო სკალოზუბი - რომან ალექსანდრეს ძე ბაგრატიონმა. სცენისმოყვარე, თეატრალი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I ./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.279
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |