The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ცინცაძე

დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1947  (71 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1971 წელს; სსრკ სამხატვრო აკადემიის თბილისის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო 1974 წელს.

1972-2005წწ. იყო თბილისის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნოს თანამშრომელი და გრაფიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის დეპარტამენტის ოფორტის სახელოსნოს დროებითი ხელმძღვანელი. 1972 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. მისი ძირითადი ნამუშევრებია: აკვარელის სერიები (1974-1999); ოფორტების სერია "დილა, შუადღე, საღამო" (1983); "გზა" (1987), "მოგზაურობა" (1991), "ბოტიჩელის გახსენება" (1994), "გადანაცვლება" (1995-1997), "ახალი დიალოგები" (1997-2005); პორტრეტები. მონაწილეობდა გამოფენებში: ვარნა (1983, 1990, 1995, 1997), "9 ქართველი გრაფიკოსი" (მოსკოვი, 1986), პორტრეტის საერთაშორისო ბიენალე (ლიუბლიანა, 1987), გრაფიკის საერთაშორისო ბიენალე (კრაკოვი 1991, იაპონია 1995, 1997). მისი ნამუშევრები დაცულია სეგ-ში და გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის, აშშ კერძო კოლექციებში. მიღებული აქვს გრაფიკის საერთაშორისო ტრიენალეს (ტალინი, 1984), თბილისის საერთაშორისო საშობაო ფესტივალისა (1995, 1997) და საქართველოს მხატართა კავშირის (1984) პრემიები. მხატვარი-გრაფიკოსი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.541


გააზიარე: