შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სავლაკი (მეფე)![]()
ბიოგრაფიასავლაკი (Saulaces) - კოლხეთის მეფე გვიანდელ ელინისტურ ხანაში. რომაელი ავტორი პლინიუს უფროსი (ახ.წ. I საუკუნე) სავლაკს იხსენიებს, როგორც აიეტის ჩამომავალს, რომელმაც უამრავი ოქრო და ვერცხლი მოიპოვა სვანების ქვეყანაში და საერთოდ ოქროს საწმისით განთქმულ თავის სახელმწიფოში. პლინიუსის თხზულებაში დაცული გადმოცემის თანახმად, "სავლაკს (სასახლეში) ჰქონდა ოქროს კამარები, ვერცხლის კოჭები, სვეტები და პილასტრები", რომლებიც მას ნადავლად წამოუღია ეგვიპტის ლეგენდარული მეფის სესოსტრისისაგან. ზოგიერთი მკვლევარი (დ. კაპანაძე, კ. გოლენკო და სხვა) კოლხეთის მეფე სავლაკს მიაწერს მონეტების ერთი ჯგუფის მოჭრას, რომელიც ძვ.წ. II საუკუნის II ნახევრით თარიღდება. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.642
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |