The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ჭიჭილეიშვილი

ნანა ჭიჭილეიშვილი
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1990 წელს; აჭარის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1999 წელს. 

1991-1999წწ. მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებლივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების ინსპექტორად; 1999 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კადრების განყოფილების წამყვან სპეციალისტად; 1999-2003წწ. მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში სასამართლო სხდომის მდივნად; 2003-2005წწ. იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე; 2005-2006წწ. იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2006-2012წწ. იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2012-2013წწ. იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2013 წელს იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახალგორის მუნიციპალიტეტში; 2013-2015წწ. მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის 1/161 გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ოქტომბრის 1/265 გადაწყვეტილებით უვადოდ გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.565; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოhcoj.gov.ge


გააზიარე: