შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ გამახარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოტობაია, გალის რაიონი. დაამთავრა ქ. მოსკოვის საისტორიო-საარქივო ინსტიტუტი 1976 წელს და კუიბიშევის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1983 წელს. 1966-1968წწ. საბჭოთა მეურნეობის მუშა; 1968-1970წწ. შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამსახური; 1976-1981წწ. კუიბიშევის საოლქო ისტორიული არქივის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1982წწ. კუიბიშევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასწავლებელი; 1982-1984წწ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1983-1993წწ. საქართველოს სუბტროპ. მეურნ. ინსტიტუტის დოცენტი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი 1991 წლიდან: გალის რაიონის ნაბაკევის N37 საარჩევნო ოლქი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით: "საქართველოს აღორძინება", ფრაქცია "XX საუკუნე"-ს მდივანი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. 2019 წლის 8 აპრილიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. მონოგრაფიების და სამეცნიერო სტატიების ავტორი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.106 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |