შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ გამრეკელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა ხარკოვის სატრანსპორტო-საინჟინრო ინსტიტუტი 1977 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი წარმოების მართვის ორგანიზაციის სპეციალობით 1992 წელს. 1967-1999წწ. მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში სხვადასხვა თანამდებობეზე: რკინიგზის სამტრედიის N2 სამშენებლო სამმართველო, მუშა (1967); 1968-1972წწ. მე-2- თანრიგის მუშა, რკინიგზის სამტრედიის N2 სამშენებლო სამმართველო; ბრიგადირი, რკინიგზის სამტრედიის N2 სამშენებლო სამმართველო (1973); ლიანდაგის შემკეთებელი, რკინიგზის სამტრედიის სალიანდაგო დისტანცია (1973); 1973-1974წწ. მე-3 თანრიგის მუშა, რკინიგზის სამტრედიის N2 სამშენებლო სამმართველო; 1974-1978წწ. ტექნიკური განყოფილების ინჟინერი, რკინიგზის სამტრედიის N2 სამშენებლო სამმართველო; 1978-1980წწ. მშენებელი ოსტატი, რკინიგზის სამტრედიის N2 სამშენებლო სამმართველო; 1980-1984წწ. სამუშაოთა მწარმოებელი, რკინიგზის სამტრედიის N2 სამშენებლო სამმართველო; 1984-1988წწ. სამოქალაქო ნაგებობათა განყოფილების უფროსი, რკინიგზის სამტრედიის განყოფილებაში; 1988-1989წწ. სამოქალაქო ნაგებობათა განყოფილების უფროსი, რკინიგზის თბილისის განყოფილებაში; 1989-1999წწ. რკინიგზის დეპარტამენტის სამოქალაქო ნაგებობათა და სოციალური განვითარების უფროსის მოადგილე; 1999-2002წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი მაჟორიტარი N54 სამტრედიის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 106 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |