შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამაზასპი (მეფე)![]()
ბიოგრაფიამითრიდატე I-ის ძე. ქართული წყაროების მიხედვით, ქართლის მეფე II საუკუნის I ნახევარში. მეფობდა "ორმეფობის" დროს დეროკთან ერთად. ფარსმან II ქველის მამა. პროფესორი კირილ თუმანოვი, მის მმართველობას 106-116 წლებით ათარიღებს და თვლის, რომ ის შვილი და მემკვიდრეა იბერიის მეფის, მითრიდატე I-ის - ცნობილი ეპიგრაფიული წყაროდან როგორც რომაელი მოკავშირე. კირილ თუმანოვი ამაზასპს აიგივებს ვესპასიანე არმაზის სტელაზე მოხსენიებულ ამასასპთან და სერაფიტას სტელაზე მოხსენიებულ ქსეფარნუგთან. ქართულ ქრონიკებსა და ქართველ ისტორიკოსთა შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები მეფე ამაზასპ I-თან დაკავშირებით – თუ იბერიის სამეფოს რომელ ნაწილს მართავდა, ვინ იყო მისი წინამორბედი და მომდევნო მონარქი. ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთა" ძალზე მცირე ინფორმაციას გვაწვდის ამაზასპის შესახებ. წყარო მხოლოდ მიუთითებს, რომ მეთოთხმეტე მეფეები, ამაზასპი (103-116) და დეროკი (103-113) იყვნენ ძენი აზორკისა და არმაზელისა, არშაკუნიანები. მათ შემდეგ კი მეფობდნენ მათი შვილები: არმაზს – ფარსმან ქველი და შიდა ქართლს – მირდატი. მარი ფელისიტე ბროსე დასძენს, რომ ქართლოსიდი ამაზასპი მეფობდა 10 წლის განმავლობაში, 103-დან 113 წლამდე, მცხეთის იბერიის მეფე დეროკთან ერთად. იგი იზიარებს ლეონტი მროველის თეზისს, რომ ამაზასპს ჰყავდა ერთი ძე: ფარსმან II. თუმცა, ბევრ თანამედროვე მეცნიერს იბერიის დიარქია ლეგენდად მიაჩნია და მეფედ მხოლოდ ამაზასპს თვლის. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ., 1975.-გვ.347; საქართველოს ისტორიის ნარკვევები: ტ. 1-თბ., 1970.-გვ. 524-525
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |