შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამაზასპი (მეფე)![]()
ბიოგრაფიაქართლის მეფე III საუკუნის შუახანებში. ქართული წყაროების გარდა, იხსენიება სპარსეთის მეფის შაბურ I-ის (242-272) ქააბა-ი-ზარდოშტის დიდ წარწერაში ("ამაზასპი, მეფე იბერიისა"), როგორც პირი, რომელსაც სპარსეთის მეფის კარზე ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა. ამაზასპი სასანიანთა ირანის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი მოკავშირე ჩანს. მის ირანულ ორიენტაციას "ქართლის ცხოვრებაც" გვიდასტურებს. ამ წყაროს მიხედვით, იგი სპარსელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში დაღუპულა. ამაზასპის დროს ქართლი ძლიერი სახელმწიფო იყო. "ქართლის ცხოვრებაში" ვრცლად არის მოთხრობილი ქართლში შემოჭრილ ოსებთან (ალანებთან) მისი ბრძოლის ამბავი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ., 1975.-გვ.347
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |