შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბეჟანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა გორის სამოქალაქო სასწავლებელი (1913); პოლიტექნიკური საამშენებლო კურსები (1916); თბილისის გზათა მიმოსვლის ტექნიკუმი (1924); ამიერკავკასიის გზათა მიმოსვლის ინსტიტუტის საამშენებლო ფაკულტეტი (1930) და მოსკოვში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. მუშაობდა ამიერკავკასიის წყლების სამმართველოში (1916); თბილისის მაზრის აღმასრულებელ კომიტეტში (1922); 1922-1930 წწ. მისი ხელმძღვანელობით და დაგეგმარებით აშენდა 37 წყალსადენი (ერწო-თიანეთის, გარე კახეთის, მანგლისის და თეთრიწყაროს რაიონებში); დაგეგმა და ააგო მანგლისი-წალკის გზატკეცილი და ხელოვნური ნაგებობანი, საავადმყოფოები მარტყოფში, საგარეჯოსა და გუნიაკალაში (ახლანდელი სოფელი სამება, წალკის რაიონი); გააფართოვა მანგლისის ელექტროსადგური, ახალი სადგური ააგო შულავერში, საკუთარი გეგმით ააშენა 5 სასკოლო შენობა; 1930-1931 წწ. იყო ბალნეოლოგიური კურორტის მთავარი ინჟინერი და მისი მშენებლობის კომიტეტის წევრი, აგრეთვე თბილისსა და მის გარეუბნებში ისტორიული ძეგლების დაცვის კომიტეტისა და "10 წ. საბჭოთა თბილისის" საიუბილეო კომისიის წევრი; მონაწილეობდა გორის გაშენებისა და კეთილმოწყობის ღონისძიებათა დამუშავებაში; პირველად გიორგი ბეჟანიშვილმა შეიმუშავა თბილისის მიდამოებს შორის საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტის გეგმა; პირველმა აღძრა საკითხი თბილისის საქართველოს დედაქალაქად გამოცხადების 1500 წლისთავის (446-1946 წწ.) აღსანიშნავი იუბილეს მოწყობის შესახებ; 1930-1931 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კომუნალურ ტექნიკუმში; 1932 წელს უნივერსიტეტში, 1936-1938 წწ. საქართველოს ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ინსტიტუტში; 1939-1941 წწ. კიროვის სახელობის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. იყო თბილისის კომუნალური მეურნეობის უცვლელი თავმჯდომარე. მისი პირადი ფონდი ინახება თბილისის ცენტრალურ არქივში. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: ტ.I /იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.356; საქართველოს ეროვნული არქივი: archives.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |