The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თემო ჯავახი

თემო ჯავახი
Legal name:თეიმურაზ ჯავახიშვილი
Date of birth:16 February, 1951  (74 years)
Category:Actor/Actress, Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქსოვილების მხატვრული გაფორმების ფაკულტეტი 1976 წელს, კინოს სტუდია "ქართულ ფილმთან" არსებული სამსახიობო სტუდია 1974 წელს.

1995 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო მარიონეტების თეატრში. 1976 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში, მათ შორისაა: სეგ (1976); საფოსტო ხელოვნების გამოფენა - იტალია(1994), პორტუგალია (1995); თურქეთი (1995); ფიროსმანის კლუბი და "ძველი გალერეა" (თბილისი, 1997); ზაარბრუკენი (1998); 3 გამოფენა, "ძველი გალერეა" (თბილისი, 1999); 2000 წელს - "N-გალერეა" (თბილისი), გუმრი (სომხეთი), სოჭი (რუსეთი); ორი გამოფენა რუსეთში (2001); 2002 წელს - კალინგრადი და ეკატერინბურგი (რუსეთი), საბერძნეთი, საფრანგეთი; ვიზუალური ხელოვნების ინტერნაციონალური ფორუმები (ქარვასლა, "აპენდიქსი", "კავკასიის ხელოვნება", თბილისი, 2004); ჯგუფური გამოფენა იტალიაში (2005). პერსონალური გამოფენები: "One man Exhibition" (სან-დიეგო, 1989); ვიდეო შოუ (თბილისი, 1994); "აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ" (თბილისი, 1999); "სხვადასხვა" (თბილისი, 2000). არის პერფორმანსების პროდიუსერი და შემსრულებელი; მარიონეტების თეატრის თანადამფუძნებელი (1981); ავტორი კრებულისა "ექსპერიმენტული პოეზია" (1993). 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.602; sputnik-georgia.com ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 72-73

Member of Organizations

  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება, წევრი (1981-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1976-)

Share: